2016 წლის 12 თებერვალს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამთა ნადირაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ლექსიკაზე მუშაობის სტრატეგიები და ხერხები ინგლისურის (როგორც უცხო ენის) სწავლებისას უმაღლეს სასწავლებლებში” (სამეცნიერო ხელმძღვანელი- განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირა დანელია; რეცენზენტები: 1. განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე; 2. განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია ჩქოტუა).
დოქტორანტის კვლევის საგანია ინგლისური ენის შემსწავლებლებისა და მასწავლებლების მიერ ენის ლექსიკაზე მუშაობისას უმაღლეს სასწავლებლებში გამოყენებული სტრატეგიები და ხერხები.
ნაშრომის მიზანია სტუდენტთა ლექსიკის ფლობის დონის ასამაღლებლად სწავლის პროცესის ოპტიმიზაციის გზების ძიება.
შესაბამისი დასკვნის და რეკომენდაციების წარმოდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭომ თამთა ნადირაშვილს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში მიანიჭა.