27 ოქტომბერს, მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის- ,,ვარდისფერი ოქტომბერი“- ფარგლებში, PITA -ს ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სხდომათა დარბაზში სკრინინგის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „იონის“ ექიმებმა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
მედიკოსების თქმით, დაავადების პრევენციის და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, აუცილებელია კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მისი მკურნალობა.
საფრანგეთის იონის დეპარტამენტი საქართველოში სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამებს ახორციელებს, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურადაა ჩართული.