2017 წლის 02 მაისს, უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 10 მარტის 1/140 ბრძანებით დანიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები.
- კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 18 აპრილიდან და დასრულდება 2017 წლის 27 აპრილს, რეგისტრაცია იწარმოებს 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;
- განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, პირველი სასწავლო კორპუსი, ოთახი N27;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის
რეკომენდაცია;
დ) ავტობიოგრაფია (СV);
ე) ცნობა ფაკულტეტიდან ფაკულტეტის საბჭოს წევრობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის ქონის შესახებ.