29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით, მხატვრული ფილმის-,,უდაბნოს ყვავილი“-ჩვენება გაიმართა.
ეს არის უბრალო სომალელი გოგონას ისტორია, რომელიც 13 წლის ასაკში ოჯახიდან გაიქცა. ვარის დირიემ ლონდონამდე მიაღწია, წლების შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მოდელად იქცა. ვარისი არ იყო პირველი შავკანიანი მოდელი, თუმცა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა.
სცენარი დაფუძნებულია ვარის დირიეს და კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე.
ფილმი, რომლის რეჟისორი შერრი ჰორმანია, 2009 წელს გამოვიოდა ეკრანებზე და აზიის ქვეყნებში ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს ასახავს.