იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ ეკატერინე ყაველაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
2016 წლის 13 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ ეკატერინე ყაველაშვილის სადისერტაციო ნაშრომი - ,,გრიგოლ რობაქიძის ემიგრანტული მინიატურული პროზა“-განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელი საპატიო პროფესორი ლუიზა ხვიჩია).
სადისერტაციო კვლევის მიზანია, გრიგოლ რობაქიძის მიერ ემიგრაციის პერიოდში შექმნილი მასალების შესწავლით გაირკვეს ქართული ევროპეიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლის, შემოქმედის სააზროვნო სივრცე. სევე მეტ-ნაკლები სისრულით წარმოჩენილიყო ყველა ის მოსაზრება რამაც გრიგოლ რობაქიძე აქცია ქართული ევროპეიზმის წარმომადგენლად, ახალი მიმდინარეობების თეორეტიკოსად და პოლიტიკური გეზის მიმცემად მეოცე საუკუნის 10-20-30-იანი წლების ურთულეს ქართულ რეალობაში.