იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახალი პროექტი- „მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგია“

 კავკასიის ბიზნეს სკოლის (CSB) და ინტერნეტ ჟურნალ - ,,მარკეტერის“ ინიციატივით, იწყება პროექტი- „მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგია“, რომლის მიზანია მარკეტინგსა და მენეჯმენტში არსებული ქართულენოვანი ტერმინების თავმოყრის, ჩამოყალიბების და დამკვიდრების ხელშეწყობა (საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ტერმინების თარგმნა).

 პროექტის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროების აკადემიური პერსონალის, ენათმეცნიერების სპეციალისტებისა და პრაქტიკოსი მარკეტერების აქტიური ჩართულობა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ თქვენგანს. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგეგზავნებათ 5-5 ინგლისურენოვანი ტერმინი, განმარტებით და თქვენ საშუალება გექნებათ, შემოგვთავაზოთ ტერმინების თქვენთვის მისაღები ქართულენოვანი ანალოგი 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

შემდეგ მოხდება ყველა ტერმინის სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი კომისიისთვის  წარდგენა განსახილველად და დასამტკიცებლად. საბოლოოდ მივიღებთ მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგიის კრებულს.

გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმაციის გავრცელება პროექტის შესახებ და თქვენი სასწავლებლის აკადემიური პერსონალიდან რეკომენდაცია გაუწიოთ პირს, რომელიც შეიძლება მოწვეულ იქნას სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრად (სარეკომენდაციო ფორმა).

საკონტაქტო პირი: ხათუნა სურმავა, პროექტის კოორდინატორი, ტელ.: +995 5 95 05 31 23

 
მნახველთა რაოდენობა: 7455