იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საზაფხულო სკოლა თესაუ-სა და ილიაუნი-ს ორგანიზებით

2016 წლის  23-27 ივლისს,  თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ    გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საზაფხულო სკოლა  „ადამიანის ქცევის შესწავლა ინტერდისციპლინური მიდგომით“ ჩატარდა.

საზაფხულო სკოლაში - ილიას უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სკოლა გათვალისწინებული იყო სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და ბიოლოგიის (ფიზიოლოგიის) სპეციალობის სტუდენტებისათვის.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, საზაფხულო სკოლაში „ადამიანის ქცევის შესწავლა ინტერდისციპლინური მიდგომით“, მონაწილეობისა და  საველე  კვლევების წარმატებით ჩატარებისათვის  სერთიფიკატები გადაეცათ.

 საზაფხულო სკოლას  მალხაზ მაყაშვილი (ილიას უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი); თამარ აზმაიფარაშვილი (ფსიქოანალიტიკოსი, ევროპის ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთა საქართველოს საზოგადოების კოორდინატორი), ბაკურ კოტეტიშვილი     (მედიცინის დოქტორი, ფსიქო-ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი), ირმა ხაჩიძე         (ბიოლოგიის დოქტორი, ექსპერიმენტული ბიომედიცინის ინსტიტუტის თანამშრომელი) და ტეტიანა კაჩინსკა (ბიოლოგიის დოქტორი, ლესია უკრაინკას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - უკრაინა) უძღვებოდნენ.

პროექტის მიზანს  ახალგაზრდა მეცნიერების ინტერდისციპლინური განათლებისთვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

სკოლა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4504