იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში საუბრები ლიტერატურაზე გრძელდება

    საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, შოთა პაპავამ, 22 აპრილს თესაუ-ში მორიგი  საჯარო ლექცია გამართა.

      ამჯერად საუბარი რუსულ ლიტერატურას და ცნობილი რუსი კლასიკოსი მწერლების, გოგოლის და ტოლსტოის, შემოქმედებას   შეეხო.  

       პროექტს საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახორციელებს.
      პროექტი, რომლის მიზანია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობით, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6483