იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

      საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ერთობლივ  პროექტს - „თელავი - ისტორია და თანამედროვეობა“- განახორციელებენ.

      ეროვნული არქივის მხარდაჭერით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები  მეცნიერებისგან  დღემდე შეუსწავლელ მასალაზე იმუშავებენ.   ამ მასშტაბის კვლევა თელავის ისტორიის შესახებ პირველად ტარდება. პროექტის მიზანი  უტყუარ,  არქივში დაცულ პირველწყაროებზე დაყრდნობით, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი ოცწლეულის თელავის განვითარების ტენდენციების შესწავლაა.

    პროექტის დასაწყებად, მხარეთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  10 თებერვალს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაფორმდა.

   მემორანდუმს ხელი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა,  თეონა იაშვილმა და თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, მოაწერეს.

    პროექტის ფარგლებში დამუშავებული  ისტორია  ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებითა და დოკუმენტური  მასალის გამოყენებით, აკადემიური სახით გამოიცემა.

    მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის ისტორიის შესახებ უნიკალური კვლევის - ,,თელავი-ისტორია და თანამედროვეობა“,-პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,კავკასიის სამეცნიერო  კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა გამართა.

           სამეცნიერო პროექტი, რომელსაც თესაუ აფინანსებს,  ერთწლიანია და ამ ხნის განმავლობაში თელავის ისტორიის  მკვლევართა  ჯგუფი ეროვნული არქივის მომსახურებით სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6885