2016 წლის 19 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა გერმანიაში სტაჟირების მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში, ერთთვიანი სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, თესაუ-ს განათლების ფაკულტეტის უმაღლესი საფეხურის სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი.
საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ასლანიშვილი დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსების წესსა და სტუდენტთა შერჩევის პროცედურებზე ესაუბრა.
დამსწრე საზოგადოებამ იმ სტუდენტთა პრეზენტაციაც მოისმინა, რომლებიც გასულ წელს გერმანიაში პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ.