2017 წლის 27-28 აპრილს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველო, ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37), გაიმართება სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციის სამუშაო ენებიაქართული და ინგლისური.
კონფერენციის თემატიკა - კულტურა, ხელოვნება, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, კულტურული ტურიზმი, კულტურის მენეჯმენტი, მედია.
* კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
* კონფერენციის მოხსენებები მიიღება თემის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
* კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის რეზიუმე ქართულ (არაუმეტეს 1000 სიმბოლო) და ინგლისურ ენებზე, რომელიც დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამასთან ერთად.
* წარმოდგენილ რეზიუმეებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილება ავტორს ეცნობება საინფორმაციო წერილით.
* თქვენი უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილე ერთი სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ღამისთევითა და კვებით. სურვილის შემთხვევაში, დანარჩენი სტუდენტების მიღება მოხდება მათივე ხარჯებით.
სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 1 მარტი.
რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 10 წუთი
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი- სოფო თავაძე (ტელ.: 593 633087)
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად იხილეთ მიმაგრებული ფაილი: სარეგისტრაციო ანკეტა