10 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის -â საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაâ (I-II ტომი) -პრეზენტაცია გაიმართა.
სამეცნიერო ენციკლოპედია, რომლის რედაქტორი ცნობილი მეცნიერი თამაზ დვალია, მიმდინარე წელს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა.
წიგნი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს აღწერს და ფოტოსურათებს, ნახაზებს, გეგმებს და საცნობარო სტატიებს მოიცავს.
ენციკლოპედიის გარკვეული რაოდენობა საჩუქრად თესაუ-ს ბიბლიოთეკას და თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცა.
პრეზენტაცია თვითმმართველი ქალაქ თელავის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია, აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის, ხელმძღვანელობით და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური