16 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ორგანიზებით, თესაუ-ში ივანე ჯავახიშვილის 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობილმა პროფესორებმა მოხსენებები ივანე ჯავახიშვილის წერილების, ქართული პოლიტოლოგიის, XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების, საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, პანკისის ხეობის, პირველი ქართული უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილთან დაკავშირებული სხვა თემების შესახებ წაიკითხეს.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, უდიდესია ჯავახიშვილის ღვაწლი ქართულ ისტორიოგრაფიაში. მან ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში და ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.