13 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა არჩევნები განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრების გამოსავლენად.
არსებული კვოტის მიხედვით, საბჭოს წევრობის უფლება 3 სტუდენტს აქვს. არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი 6-მა კანდიდატმა გამოთქვა.
საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ფაკულტეტის 139 სტუდენტიდან 66-მა სტუდენტმა მიიღო.
არჩევნების შედეგების მიხედვით, გამოვლინდა 3 გამარჯვებული. ხმათა უმრავლესობით, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრობის უფლება რობინ პაატაშვილმა, ლიკა სულიკაშვილმა და ანა სარქისაშვილმა მოიპოვეს.