12 ოქტომბერს, 13 საათზე, „ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ (IOM) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობაზე და IOM-ის მიერ დაგეგმილ კონკურსთან დაკავშირებით.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აწარმოებს კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპაში, უსაფრთხო მიგრაციის და თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებით.