ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) წარმომადგენლობამ აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში 21 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გამართა.
"პოლიტიკა და დემოკრატია - აუცილებელი საკითხავი 1,“ -ამ სახელწოდების წიგნების ახალი სერია, რომელიც გავლენიანი პოლიტიკური სტატიების ქართული თარგმანების კრებულია, საჩუქრად თესაუ-ს ბიბლიოთეკას გადაეცა.
წიგნში მოყვანილი სტატიების პრეზენტაციები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლებმა, მათ შორის: თენგიზ სიმაშვილმა, შალვა ჭკადუამ და თამარ მიქელაძემ გამართეს.
შეხვედრას თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, NIMD-ის, ადგილობრივი ხელისუფლების და თელავის საზოგადოების წარმომადგენლები დასწრნენ.