11 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული ვორქშოფი-,,აღიარების ცნება, როგორც სამართლებრივი და სეკულარული სახელმწიფოს პრონციპი“- გაიმართა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მოხსენებები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: საჯარო სივრცეში რელიგიურ და არარელიგიურ ჯგუფებს შორის დამოკიდებულება, რელიგია და მორალი, კლასიკურ ლიბერალიზმსა და გერმანულ იდეალიზმში თავისუფლების გაგება და სხვა.
რეგიონული ვორქშოფი ,,სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ ფარგლებში იმართება.
პროექტის მიზანია, სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების გამართვა.
შეხვედრაში მონაწილეობა თესაუ-ს პროფესორ მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებმა მიიღეს.
პროექტი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.