იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 27 მარტს თესაუ-ში ნაჩვენები იყო ქართულ მედიასაშუალებებში გასული სიუჟეტები ელენე ბაქრაძის შესახებ თემაზე: ,,ქალი პაოლოს უკან".
იყო თუ არა ელენე ბაქრაძე ელენე დარიანი, რომელიც ამ დრომდე პაოლო იაშვილის ფსევდონიმად ითვლება?-ეს იდეა, ელენე ბაქრაძის პირადი არქივის შესწავლის შემდეგ, თავდაპირველად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აწ გარდაცვლილმა პროფესორმა, გიორგი ჯავახიშვილმა, გააჟღერა.
ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც სტუდენტებმა აქტიური მონაწილოება მიიღეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დრომდე უკვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები შსს-ს არქივიდან: ,,სტალინი და მთვარის კულტი“, ,,სტალინის საყვარელი სტეფანია“, ,,ჯინსების თაობა“ და სხვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დოკუმენტურ ფილმებს სტუდენტები საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევენ.
ფილმების ჩვენება თესაუ-ში ყოველ ოთხშაბათს იმართება.