იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს და 2016-2017 სასწავლო წლის 1 სემესტრის განმავლობაში საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მოიპოვეს.
თესაუ-ს სტუდენტები: მარიამ ალექსიძე, ავთანდილ კიკნაძე და ამირან ბოჭორიშვილი ტუშას უნივერსიტეტში (იტალია) ისწავლიან; რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი) სწავლას ზაზა ბეციაშვილი და შოთა ბიწკინაშვილი განაგრძობენ; გვანცა მოლაშვილი კი სასწავლო სემესტრს პედაგოგიკის უნივერსიტეტში (ავსტრია) გაატარებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს გამარჯვებას.