იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,აკაკის საქართველო“

9 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში თესაუ-ს დრამატული წრის სტუდენტებმა ლიტერატურული ღონისძიება-,,აკაკის საქართველო“ გამართეს.
წარმოდგენა, რომელიც აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს მიეძღვნა, მწერლის ცხოვრების გზას და შემოქმედებას შეეხებოდა. სტუდენტებმა აკაკის ლექსები და მის სტრიქონებზე შექმნილი სიმღერები გააცოცხლეს.
ღონისძიებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და თელავის დრამატული თეატრის ცნობილი მსახიობები დაესწრნენ.
თესაუ-ს თეატრალურ წრეს, რომელსაც ნონა ხუმარაშვილი და ლალი გულიაშვილი ხელმძღვანელობენ, ,,სტუდენტურ დღეებსა“ და სხვა სახის ღონისძიებებზე არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული.

 
მნახველთა რაოდენობა: 7334
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'