იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) გამარჯვებული გახდა.
აღნიშნული პროექტი კახეთის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრების და საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლების დატრენინგებას ითვალისწინებს. თესაუ-ში, 11 თვიანი, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, საბაზისო და ძირითად ტრენინგებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მო წვეული პროფესორები ჩაატარებენ.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP) წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინასებულ და CNFA-ს მიერ განხორციელებულ 19.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და განვითარება.