,,ერასმუსი“-ს (ESL) საერთაშორისო ქსელის წარმომადგნლები 17 მარტს თესაუ-ს სტუმრობდნენ.
ქსელის პრეზიდენტი და ვიცე-პრზეზიდენტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის ხელმძღვანელებს და სტუდენტებს ESL-ის საქმიანობის და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტუდენტური ქსელი ევროკომისიის მიერ უცხოეთში, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, სასწავლებლად წასულ სტუდენტთა დასახმარებლად შეიქმნა. ESL საერთაშორისო, ნაციონალურ და ლოკალურ დონეზე სხვადასხვა სახის სოციალურ და ეკონომიკურ აქტივობებს 38 ქვეყანაში ახორციელებს.
თესაუ-ს სტუდენტებმა ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების და იმ პროცედურების შესახებ მოისმინეს, რაც ახალგაზრდების საერთაშორისო პროექტებში ჩართვისთვის აუცილებელია.
როგორც ,,ერასმუსი“-ს (ESL) საერთაშორისო ქსელის წარმომადგნლებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში დაგეგმილია თესაუ-ს სტუდენტებისთვის ტრენინგების ჩატარება, რომლებიც შემდგომ უნივერსივერსიტეტის სტუდენტებს დაატრენინგებენ.