იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე და 35-ე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N122/ნ-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის“- „შემდგომში უნივერსიტეტის“ – წესდების 25-ე, 26-ე, აგრეთვე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ შესახებ დებულების მუხლი 4.2 „ბ“ ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 1 დეკემბრის ოქმი # 22 , სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის N13 ოქმის, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის N 3 დადგენილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2015 წლის 4 დეკემბრიდან შემდეგ მიმართულებებზე:
1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 3 (სამი) წლის ვადით
1. 1. სტომატოლოგიის მიმართულება

  • ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული

2. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე 4 (ოთხი) წლის ვადით
2.1. საერაშორისო სამართლის მიმართულებით

  • პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;

2.2. კერძო სამართლის მიმართულებით

  • ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;

2.3. სისხლის სამართლის მიმართულებით

  • ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;

2.4. კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით

  • ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;

2.5.ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით

  • ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;

შენიშვნა: სოციალურ მეცნიერებათა ,ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის პირები სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ იმ დროიდან, როდესაც სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ექნებათ შესაბამისი საათობრივი დატვირთვა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • 2(ორი) ფოტოსურათი
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:
ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა (დარგთან შესაბამისად);
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი სამი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სამი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
  • სადოქტორო ნაშრომის (მინიმუმ ერთი მაინც მოქმედი დოქტორანტის) ხელმძღვანელობა/ საერთშორისო ინდექსირებულ (Peer revieuc) ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება/საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით/სამეცნიერო–სასწავლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
  • დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების სამივე საფეხურზე.

პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს მინიმუმ 3(სამი) სამუშაო დღის განმავლობაში
ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
მინიმუმ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია/ კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების მინიმუმ ორ საფეხურზე.
ასოცირებული პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს მინიმუმ 4(ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში

კონკურსანტმა კომპეტენტურობის დასადგენად დამატებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი აქტივობების შესახებ:

    • მოქმედი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა;
    • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა (ოპონირება);
    • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
    • დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
    • პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამეცნიერო- კვლევით/სამეცნიერო–სასწავლო/სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
    • დარგთან დაკავშირებული საგანმანათლებლო–კვლევითი პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
    • დარგთან დაკავშირებულ სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა;
    • დარგთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;
    • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წაკითხული ლექციების ჩამონათვალი
      (დამოწმებული პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
    • პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებული მონოგრაფიის/ სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის/ბროშურის ავტორობა; რედაქტორობა/რეცენზენტობა;
    • სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის/სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრობა; სტატიის რეცენზირება;

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ/კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობა (დადასტურებული სერტიფიკატით ან ცნობით);

    • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/ წარმომადგენლობითი/ სადისერტაციო საბჭოების, აგრეთვე, დარგობრივი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიების/ასოციაციების/ საზოგადოების წევრობა;
    • პროფესიულ საქმიანობაში/დარგში ტრენერობა/ექსპერტობა;
    • დარგთან დაკავშირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
    • უნივერსიტეტში განხორციელებული სასწავლო/სამეცნიერო ინოვაცია (რომელსაც არ ითვალისწინებდა დაკავებული თანამდებობით განსაზღვრული საქმიანობის წესი/დებულება);
    • პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წახალისებები (მადლობა/ჯილდო/პრემია/საპატიო წოდება/ორდენი).
ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი)

 

7. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით.
8. კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყოს 2016 წლის 4 იანვრიდან და დასრულდეს 2016 წლის 20 იანვარს 17 -00 სთ-ზე.
9. საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 39-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა;
10. კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2016 წლის 4 თებერვალი;
ვებგვერდი www.tesau.edu.ge
ელ.ფოსტა info@tesau.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

 
მნახველთა რაოდენობა: 10952
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.