ა(ა)იპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ 2016 წლის 1 სექტემბრიდან, ფონდი: ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს-,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“.
,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ თბილისის, ახალციხის, თელავის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის ამოცანებია:
• ახალგაზრდებს შორის დებატების კულტურის დანერგვა - მათი განათლების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის;
• დებატების პოპულარიზება - მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თემების ირგვლივ, საჯარო დისკუსიების ორგანიზების უნარების გაღრმავებისთვის;
• საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია, რაც დაფუძნებულია თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის პრინციპზე.
პროექტის მიმდინარეობის ძირითად ეტაპზე ოთხ სამიზნე ქალაქში შერჩეულ სტუდენტებს 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, 2017 წლის თებერვლის თვეში ჩაუტარდებათ კარლ პოპერის სახელობის, პოლიტიკური და საპარლამენტო დებატების ტექნიკის ტრენინგები. ამ ტრენინგებზე სტუდენტები შეიძენენ ისეთ სადებატო უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, არამარტო თვითონ გამოიყენონ დებატების ტექნიკა, არამედ, ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ და უხელმძღვანელონ დებატების კლუბებს სკოლებში.
პროექტის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ნახავთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე:
www.cdi.org.ge
http://cdi.org.ge/uploads/news/vebisatvias-53.pdf
საკონკურსო განაცხადების წარსადგენად გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
http://webanketa.com/forms/64wkccss6mqp2e9p6shk2db2/
თელავში საკონრაქტო პირია კოორდინატორი ლიკა იმერლიშვილი - limerlishvili@cce.ge