2017 წლის მაისში პანკისის ხეობაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის შეხვედრაზე მიიღეს.
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე მასწავლებლებს ქართულ-კავკასიურ ურთიერთობაზე ესაუბრა და ამ კუთხით სამეცნიერო კვლევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა კი აქცენტი პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების აუცილებლობაზე გააკეთა.
შეხვედრას, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაურ გუმაშვილის ორგანიზებით შედგა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომაგენლები და ჩრდილო კავკასიიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.