იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტს ნინო დავითაშვილს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
2016 წლის 13 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ ნინო დავითაშვილის სადისერტაციო ნაშრომი -,,შფოთვის მოხსნის სტრატეგიები მოსმენის სწავლებისას (ინგლისური ენის სწავლებისას უმაღლეს სასწავლებელში)“- განიხილა. (სამეცნიერო ხელმზღვანელი: განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე.)
სადისერტაციო კვლევის მიზანია მოძიებული იქნას უცხო, კერძოდ კი, ინგლისურ ენაზე, მოსმენის დროს წარმოშობილი ერთ-ერთი დაბრკოლების -შფოთვის- დაძლევის გზები, რათა გაუადვილდეთ შემსწავლელებს უცხო(ინგლისურ) ენაზე მოსმენის პროცესი.