იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, თესაუ-ში უკვე მიმდინარეობს პროექტი ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“.
პროექტს- ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD”-ის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) და კვლევით ცენტრთან პარტნიორობით (PMC), ახორციელებს და მისი მიზანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციების შესალებლობების გაზრდა.
თესაუ-ს და ,, GIPA“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის გზით რეგიონში საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პოტენციალის გაზრდისა და გაძლიერების ხელშეწყობა.