იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო განხილვა თესაუ-ში

    საქართველოს პარლამენტის სპეციალურმა საორგანიზაციო კომისიამ, ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური კანონპროექტის ერთთვიანი საყოველთაო განხილვა  დაიწყო. 

   პირველი შეხვედრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ,  დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, გოგი თოფაძემ, ზურაბ ტყემალაძემ და კომისიის სხვა წევრებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 მარტს გაიმართეს.   

      სახალხო განხილვის მიზანია საზოგადოების ინფორმირება აღნიშნული კანონპროექტის შესახებ და ინიცირებულ ცვლილებებზე მოქალაქეთა აზრის გაგება. 
    კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.
     შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობების წარმომადგენლები,  თელავის მაჟორიტარი დეპუტატი და მოქალაქეები დაესწრნენ.

      საჯარო განხილვები  მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4456