7 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღია კარის დღე ჩატარდა. თესაუ-ს სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ.
მათ სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, მიმართა. მოსწავლეებს თესაუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების, წარმატებების და უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ თესაუ-ს სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები ესაუბრნენ.
შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს.
ღია კარის დღე თესაუ-ში მომავალშიც გაიმართება.