31 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის-,,იცხოვრე ძალადობის გარეშე“-ხელმძღვანელმა, ქეთი აბულაშვილმა და ფსიქოლოგმა, ნინო ჯაფარიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროექტის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ეროვნული კანონმდებლობის ევროსაბჭოს კონვენციის- ,,ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის“- შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,მიგრაციის ცენტრი“ ახორციელებს, საქართველოს რეგიონებში იმართება საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების, ძალადობის ფორმების, ნაადრევი ქორწინების, ძალადობის დაცვის მექანიზმების და სხვა საკითხების შესახებ.
პროექტის მონიტორინგს, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს.