11 იანვარს, თესაუ-ში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატული წრის სტუდენტების სპექტაკლი -,,ბედნიერი ღამე“-გაიმართა ( პიესის ავტორია ლია მოლარიშვილი).
საახალწლო წარმოდგენას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
თესაუ-ს დრამატულ წრეს თელავის თეატრის ცნობილი მსახიობები: ნონა ხუმარაშვილი და ლალი გულიაშვილი ხელმძღვანელობენ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლები პერიოდულად იმართება, რომლებიც სტუდენტებს და თანამშრომლებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.