იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სისხლის უანგარო დონაცია თესაუ-ში

        22 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით,  სისხლის უანგარო დონაცია ჩატარდა.  თესაუ-ს ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

       აქციაში-,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“- მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.

      ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენლების თქმით,  სისხლის ჩაბარება მთელ მსოფლიოში საამაყო  პროცესია და  ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით რამდენიმე  ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

        როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, თენგო კუკუნაშვილმა, აღნიშნა, თესაუ-ს სტუდენტები მსგავს კეთილშობილურ ღონისძიებებში და საქველმოქმედო აქციებში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

      სისხლის უანგარო დონაციის აქციები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მთელი წლის განმავლობაში, პერმანენტულად იმართება და მისი მიზანი სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4075