ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი, დვორა კათჩევიჩი, 2016 წლის
22 სექტემბერს, 11:30 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გამართავს საჯარო ლექციას.
ლექციის თემაა - ,,მოსწავლეთა კონფერენციები, როგორც მასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელშემწყობი ატრიბუტი".