იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ღია კარის დღე“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე“ ჩატარდა.   23 თებერვალს  თესაუ-მ ქალაქ თელავის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.

   შეხვედრას რექტორის მოადგილეები, ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.  ისინი  აბიტურიენტებს უნივერსიტეტში არსებული  აკრედიტებული მრავალფეროვანი  საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, სხვადასხვა ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების და სტუდენტების სამომავლო დასაქმების პესპექტივების შესახებ ამომწურავად ესაუბრნენ.

    საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები, სამკითხველო, სააბონენტო და საკონფერენციო დარბაზები, კომპიუტერული ცენტრები, არქეოლოგიის კაბინეტი, ჟურნალისტიკის ცენტრი, იურიდიული კლინიკა,თურქული ენის ცენტრი და სხვა კაბინეტები დაათვალიერეს.

   ,,ღია კარის  დღე“ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალშიც გაიმართება.  

 
მნახველთა რაოდენობა: 7387