გამოცხადდა საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები:
რეგისტრაცია დაიწყება 15 მარტს და გაგრძელდება 31 მარტის ჩათვლით.
რეგისტრაცია უნდა განახორციელოთ ელექტრონულად, ,,Online” რეჟიმში.
შეფასებისა და გამოცდები ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე http://www.naec.ge
მოკლე ინფორმაცია პროგრამის შესახებ:
მათ, ვისაც სურს პროგრამის გავლა, უნდა ჩააბაროს შესაბამისი საგნობრივი გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ან უნდა ჰქონდეს ჩაბარებული). რაც აპლიკანტს ანიჭებს იმის უფლებას, რომ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, მან ამის შემდეგ, კიდევ ერთი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩააბაროს იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც თავად სურს პროგრამის გავლა.
სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამაზე შემსვლელ წარმატებულ აპლიკანტებს სრულად აფინანსებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი განათლების დადასტურების დოკუმენტი, რომელიც მათ საფეხურეობრივ კატეგორიაში პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს და სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საფეხურზე დასაქმდებიან.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე შეგიძლიათ ისწავლოთ შემდეგი მიმართულებები შესაბამისად:
- ქართული ენა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა;
- მათემატიკის სწავლების მეთოდიკა;
- ისტორიის სწავლების მეთოდიკა;
- ფიზიკის სწავლების მეთოდიკა;
- ქიმიის სწავლების მეთოდიკა ;
- ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკა;
- გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა;
- გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა;
- ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდიკა;
- ფიზიკურიაღზრდისთეორიადა მეთოდიკის.
პროგრამა ხორციელდება 1 სასწავლო წლის (2 სემესტრი) განმავლობაში და ითვალისწინებს მითითებული დარგობრივი მიმართულებების შესაბამის პროგრამაზე შემსვლელთა მიღებას ყოველწლიურად, თითოეული მიმართულებით, ოპტიმალური რაოდენობით არაუმეტეს 25 სტუდენტისა.