1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. აივ/შიდსი კაცობრიობისთვის გამოწვევაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს და აუცილებელია, მოსახლეობაც მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს, როგორც თავად ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, ასაევე, ამ ვირუსთან ბრძოლაში მეცნიერების მიღწევების შესახებ. ამ შედეგის მიღწევა კი მხოლოდ მოსახლეობის ჩართულობითაა შესაძლებელი.
წელს ეს დღე თელავშიც აღინიშნება. ამ ღონისძიების ერთერთი კომპონენტი მცირე ვიდეო რგოლებისთვის სცენარების შექმნაა. კონკურსში ჩართვა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ.
კონკურსი ცხადდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის -„ინვესტირება
ახალგაზრდებს შორის აივ პრევენციისა და სქესობრივი და
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის“-ფარგლებში.
აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ, 15 ნოემბერს, 12 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონი“ სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში