2016 წლის 25-26 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის თემაა "ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება". კონფერენცია ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS), ასოციაცია Georgia Proeuropa-სა და საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით. კონფერენცია იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული კონფერენციის შესახებ, იხილეთ თანდართულ ფაილში.