2016 წლის 27 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის მენეჯერმა, გიორგი გოგუაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონკურსი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხება და გამარჯვებულ პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს.
შეხვედრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე, შემდგომ პერსპექტივებსა და გამოწვევებზე დისკუსიის ფორმით მიმდინარეობდა.