იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ მეჰმეთ თაჰირ თექინის დისერტაციის დაცვა თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

     12 იანვარს, იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა დოქტორანტ მეჰმეთ თაჰირ თექინის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,ერზრუმში ფემ აკადემიის (ფრატის საგანმანათლებლო ცენტრი) მოსამზადებელი კურსების ეფექტურობის კვლევა თურქეთის განათლების სისტემასა და შრომის ბაზარზე,“- განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი ნინო მოდებაძე).

      კვლევის მიზანია ფემ აკადემიის (თურქეთი, ერზრუმი) საგანმანათლებლო საქმიანობის სტრატეგიების და მიდგომების გამოვლენა, რომლებიც აკადემიის საქმიანობის ეფექტურობის მაღალ ხარისხს განაპირობებს.

     თურქეთში აღნიშნული აკადემიის საქმიანობის ამგვარი სისტემური კვლევა ჯერ არ მომხდარა. ამდენად, სადისერტაციო ნაშრომი  მეცნიერული სიახლეა არა მხოლოდ უწყვეტი განათლებისა და კორპორაციული სწავლების პრობლემებზე მომუშავე მკვლევარებისთვის და განათლების მუშაკებისთვის, როგორც გზამკვლევი, არამედ,-თავად ფემ აკადემიის დამფუძნებლებისთვის.

      მეჰმეთ თაჰირ თექინს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6800