პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარებზე. სემინარები განკუთვნილია სამართლის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საკვირაო სემინარები გაიმართება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ქ. ყვარელში, 2016 წლის 19-20 და 26-27 ნოემბერს.
პერსონალურმონაცემთადაცვისსაკვირაოსემინარისმიზანია აკადემიური პერსონალის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ცნობიერების დონის ამაღლება და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მეცნიერული მსჯელობის და ღია დისკუსიების ხელშეწყობა.
საკვირაო სემინარები ტარდება გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ (ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა) ხელშეწყობით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ნოემბერი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://goo.gl/nj8J2w