თელავის VII საჯარო სკოლის მოსწავლეები 30 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებს უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სტიპენდიების, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების , საერთაშორისო კავშირების და უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია თესაუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო კახაშვილმა, მიაწოდა.
შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, კაბინეტები და ლაბორატორიები დაათვალიერეს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო შეხვედრებს კახეთის რეგიონის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან პერიოდულად მართავს.