უნგრეთის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს მაგისტრანტებისთვის ინგლისურენოვან პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: 1. აგრარული მეცნიერებები; 2. მებაღეობა; 3. წყლის მართვა სოფლის მეურნეობაში.
სტიპენდია ფარავს სწავლების, ცხოვრების, კვებისა და ჯანმრთლებლობის დაზღვევის თანხებს. სტუდენტთა შერჩევა მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე უნგრეთის მხარე შეარჩევს სტუდენტებისგან ელ - ფოსტით მიღებულ საბუთებს, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის წერითი ან ზეპირი გამოცდა.
სტიპენდიის მოსაპოვებლად, საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: სტიპენდიის შესახებ, აპლიკაციის ფორმა.