იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ “DOIT”-ში მონაწილეობისას დადებითი შეფასება დაიმსახურა და უნივერსიტეტთა საპროექტო წინადადებაზე მომუშავე ახალ კონსორციუმში იქნა შეყვანილი. პროექტმა Erasmus+ -ის ფარგლებში უკვე მიიღო დაფინანსება.
პროექტი “DOIT” ( კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისათვის) უნივერსიტეტში 2012-2016 წლებში მიმდინარეობდა.
პროექტის მიმდინარეობის პერიოდში თესაუ-მ ათობით შეხვედრას უმასპინძლა და ამასთანავე მიიღო მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც პროექტის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტში მისი მიმდინარეობა შეამოწმა.
პროექტის მთავარ შედეგს ახალი სასწავლო კურსები წარმოადგენდა, რომლის შექმნაში და დანერგვაში თესაუ-ს პროფესორები- ნინო სოზაშვილი და სოფიო არსენიშვილი მონაწილეობდნენ.
კურსებს გავლილი აქვს საერთაშორისო ექსპერტიზა, პროექტის ფარგლებში ითარგმნა შერჩეული სასწავლო მასალები და გამოიცა რიდერები, რომლებიც თესაუ-ს ბიბლიოთეკაშია წარმოდგენილი.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში ასევე თესაუს-ს სტუდენტები (ეთერ ფანგანი, თამარ ბიჭაშვილი და რამზან გორგიშვილი) მონაწილეობდნენ, რომლებსაც სხვადასხვა აქტივობებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართვა ევალებოდათ.