პედაგოგთა საგნის გამოცდის რეგისტრაცია 16 მარტს, 12:00 საათზე, დაიწყება და 12 აპრილის, 18:00 საათამდე, გაგრძელდება. გამოცდას კი აპლიკანტები ივლისში ჩააბარებენ.
რეგისტრაცია - იხ. ბმული (http://online1.naec.ge/ueereg/Teachers/TeachersLogin.aspx)
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:
- პრაქტიკოს მასწავლებელს;
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
- მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ.
ისინი გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
- მათემატიკა (I-VI კლასები);
- ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
- ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
- მათემატიკა (VII-XII კლასები);
- ისტორია;
- გეოგრაფია;
- სამოქალაქო განათლება;
- ფიზიკა;
- ქიმია;
- ბიოლოგია;
- ინგლისური;
- გერმანული;
- ფრანგული;
- რუსული;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- მუსიკა;
- სპორტი.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.
მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები კი გადაიხდიან 50 ლარს.
რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს, ასევე, მონაწილეებს შესაძლებელობა ექნებათ,საგნის გამოცდა რუსულ, სომხურდა აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)
- „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.
ყველა აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge
2016 წლიდან მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.
მასწავლებლობის მსურველებმა, პარალელურად, რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: http://www.naec.ge/mastsavlebeltha-gamocdebi/pedagogta-sasertipikacio-gamocdebi-siaxleebi/3784-mastsavlebeltha-sagnis-gamocda-registracia.html?lang=ka-GE