იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დოქტორანტ თამარ ნინიკაშვილის დისერტაციის დაცვა თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

7 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  შედგა დოქტორანტ  თამარ ნინიკაშვილის დისერტაციის დაცვა, ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე-,,ძმები რაზიკაშვილების მინიატურული პროზა“ ( ხელმძღვანელები: პროფესორი ლუიზა ბოჩკოვა-ხვიჩია და პროფესორი ნინო კოჭლოშვილი).

     კვლევის ძირითადი  მიზანია ძმები რაზიკაშვილების მინიატურათა ანალიზი, მათი უმთავრესი მხატვრული თავისებურებების გამოვლენა და ამ ნაწარმოებების საფუძველზე ჟანრის არსისა და პრობლემატიკის განსაზღვრა.

     ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს რაზიკაშვილების პროზაული თხზულებებისგან მინიატურის, როგორც დამოუკიდებელი ჟანრის გამიჯვნა.

    თამარ ნინიკაშვილს  ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6106
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'