იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დასუფთავების აქცია თესაუ-ს სტუდენტების მონაწილეობით

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 22 მარტს დასუფთავების აქცია გამართეს.

    თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, თვითმმართველი  ქალაქ თელავის მერიის თანამშრომლებთან ერთად, ,,გიგოს გორას“  ტერიტორია დაასუფთავეს.

    დასუფთავების აქციები საქართველოში 7 წელია, რაც იმართება. წელს აღნიშნულმა აქტივობებმა საერთაშორისო დატვირთვაც შეიძინა, მსოფლიოს მასშტაბით  ახალი სახლწოდების  ქვეშ-,,ლურჯი ნაკადული“- გაერთიანდა და წყლის რესურსების საერთაშორისო დღეს აღინიშნა.

     წყლის რესურსების საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, მთელ მსოფლიოში 1993 წლიდან ყოველწლიურად, 22 მარტს აღინიშნება.  

 
მნახველთა რაოდენობა: 4281