იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები

2016 წლის 10 თებერვლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2016 წლის 20 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge

გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რეგისტრაციის მიზნით, აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2016 წლის 20 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ – კვირის გარდა).
იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი: http://electionreforms.ge/?page=news&id=915

იხილეთ გამოცდის ტესტები: link

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 261 21 11; 599 95 83 83
www.electionreforms.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 15376