იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ მანანა ღამბაშიძეს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
2016 წლის 12 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ მანანა ღამბაშიძეს სადისერტაციო ნაშრომი - ,,ანდაზის სტრუქტურულ-სემანტიკური ტიპოლოგია“ (ქართული და რუსული მასალის მიხედვით) - განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი -ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი- სედა ასატუროვი).
სადისერტაციო კვლევის მიზანია ქართული და რუსულიანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ტიპოლოგიის შესწავლა.