28 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ გურჩიანმა , თემაზე -,,ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები"-საჯარო ლექცია გამართა.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტებისგან ჩამოყალიბებული ფოკუს-ჯგუფის წევრებმა დახურულ, სამუშაო შეხვედრაზე ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
TDI შეხვედრებს, საქართველოს მასშტაბით, ორი მიმართულებით ატარებს: საჯარო ლექციები და ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა.
პროექტი წამახალისებელ კომპონენტსაც შეიცავს. კერძოდ, საჯარო ლექციების დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს ვიდეო, აუდიო, ფოტომასალები გაუგზავნონ და საპროექტო წინადადებებით მიმართონ.
TDI ადამიანის უფლებების დაცვის და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება, უმცირესობების უფლებების დაცვა და ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი.