იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   2016 წლის 24 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის  ფარგლებში მოქმედი ,,ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის მოსწავლეთა წლიური სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო, რომელიც 26 ივნისს დასრულდება.

   აღნიშნული კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

   სამეცნიერო კონფერენციაზე, საზეიმო გახსნის შემდეგ მოხსენებები თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების VIII-X კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.

   ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩი ეკონომისტის“ სკოლა და  ამავე უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

   პროექტის მხარდამჭერები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 6310
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'